2025 წლის 23 ოქტომბერს, ქალაქის ყველაზე ახალი ამბავი პატარა, ფრთიანი სიმბოლოთი იწყება – პეპელათი. პეპელა, რომელიც „ახალის“ ლოგოზეა გამოსახული, ახლა უკვე ნამდვილ მისამართსაც უკავშირდება: გაიხსნა „ახალის“ პირველი ფილიალი – თანამედროვე, თბილი და ქართულ ნატურალურ პროდუქტებზე დაფუძნებული სასურსათო სივრცე, რომლის მიზანიც მხოლოდ გაყიდვა კი არა, ხარისხიანი კვების კულტურის ჩამოყალიბებაც არის.
„ახალი“ აქედან იწყებს საკუთარ ისტორიას – 130 კვადრატულ მეტრში, სადაც ერთ თაროზე ხვდება ერთმანეთთან ქართული ნატურალური პროდუქტი, ქართული ნარჩევიხორცი, ახალი ხილ–ბოსტნეული, ნახევარფაბრიკატები ლოგიკურად სწორი შემადგენლობით და რძის პროდუქტები ნამდვილი რძისგან. სივრცე ისეა მოწყობილი, რომ მყიდველმა თავიდანვე იგრძნოს: აქ საკვებზე მხოლოდ როგორც „პროდუქტზე“ არ ფიქრობენ – აქ საკვები არის ფასეულობა.
ფილიალის გახსნის მთავარი იდეა მარტივია: დავაბრუნოთ ნდობა იმ მარტივ ჭეშმარიტებებთან, რომლებიც ცოტა დაგვავიწყდა – რომ პურში უნდა იყოს ნამდვილი ფქვილი, ხორცის პროდუქტებში – ნამდვილი ხორცი, რძის პროდუქტებში – ნამდვილი რძე, და თაროებზე – რაც შეიძლება მეტი ქართული ნატურალური პროდუქტი. „ახალი“ ცდილობს, ადგილობრივი მწარმოებლების საუკეთესო ნაწარმი ხელმისაწვდომ ფასად, ერთ სივრცეში შემოიკრიბოს და მომხმარებელს ყოველდღიური არჩევანი გაუადვილოს.
მაღაზიაში წარმოდგენილია:
• ახალი ქართული ხორცი.
• ხილ–ბოსტნეული.
• ნახევარფაბრიკატები.
• რძის პროდუქტები ნამდვილი რძისგან.
• ხორცპროდუქტები ნამდვილი ხორცისგან.
„ახალის“ გუნდი ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანაა, მაღაზია იყოს ისეთი ადგილი, სადაც მომხმარებელი არ დაიბნევა არჩევანში. ფილოსოფია მარტივია: ნაკლები ხელოვნური ჩარევა, მეტი ბუნებრივობა, მეტი გულწრფელობა.
ფილიალის გახსნასთან ერთად „ახალი“ იწყებს თანამშრომლობას სხვადასხვა ადგილობრივ ფერმერთან და მცირე საწარმოსთან, რომ მათი შრომა უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს. ასე ხდება, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სასურსათო მაღაზია რეალურად პლატფორმად იქცევა – პლატფორმად, სადაც ქართული ნატურალური პროდუქტი მთავარი ვარსკვლავია.
აღსანიშნავია, რომ „ახალი“ პირველივე დღიდან აკეთებს აქცენტს მომსახურების სისუფთავესა და კომფორტზე: ორგანიზებული თაროები, ნათელი სივრცე, მარტივად გასაგები ნიშნები და მეგობრული პერსონალი მაღაზიას ნათელ, მისაღებ გარემოდ აქცევს.
„ახალის“ პირველი ფილიალის გახსნა მხოლოდ დასაწყისია. ბრენდის გეგმებშია ახალი ფილიალების გახსნა სხვადასხვა უბანში, ასევე ონლაინ–შეკვეთებისა და მიტანის სერვისის განვითარება, რათა ქართული ნატურალური პროდუქტი უფრო მეტ ოჯახში, უფრო მარტივად მოხვდეს.
ამ ეტაპზე კი, პირველი ფილიალი უკვე გელოდებათ – პეპელას სიმბოლოს გაყევით და აღმოაჩენთ, რომ სასურსათო არჩევანი შეიძლება იყოს ერთდროულად ახალი, ქართული და სანდო.