გაყინულის მომზადება:
1. მოხარშვა (ტრადიციული მეთოდი)
- დიდი ქვაბი წყლით სავსე აადუღეთ და დაამატეთ ცოტა მარილი.
- გაყინული ხინკლები ნელ-ნელა ჩააწყვეთ ადუღებულ წყალში, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს.
- მოხარშეთ 8–12 წუთი, რეგულარულად ურიეთ.
- ხინკლები მზად არის, როცა ზედაპირზე ამოვა და შიგნით ხორცი კარგად მომზადებულია.
- მიირთვით ცხელი.
2. მოხარშული ხინკლის შეწვა ტაფაზე:
- მოხარშული ხინკლები მსუბუქად გააშრეთ.
- ტაფაზე ცოტა ზეთი და კარაქი, შეწვით 2–3 წუთი თითო მხარეს, რომ ქერქი ხრაშუნა გახდეს.
3. მოხარშული ხინკლის შეწვა AirFryer-ში:
- მოხარშული და მსუბუქად გაშრობილი ხინკლები მოათავსეთ კალათაში.
- გააცხელეთ 180°C-ზე 4–6 წუთი, რომ ქერქი ხრაშუნა გახდეს.