გაყინულის მომზადება:

  1. ტაფაზე მომზადება (გალღობის გარეშე)
  • ტაფა გააცხელე საშუალო ცეცხლზე და მსუბუქად დაასხი ზეთი.
  • გაყინული ქაბაბები დაალაგე ისე, რომ არ ეხებოდეს ერთმანეთს.
  • თავსახური დაახურე, რომ შიგნით ხორცი თანაბრად მოიხარშოს.
  • თითო მხარეს შეწვი 5–6 წუთი, სანამ გარედან ოქროსფერი ქერქი არ ექნება და შიგნით ხორცი კარგად არ მოიხარშება (შიდა ტემპერატურა მინ. 75°C).
  1. ღუმელში მომზადება
  • ღუმელი გააცხელე 200°C-ზე.
  • ქაბაბები დაალაგე პერგამენტზე ან მსუბუქად ზეთმოსმულ ფირფიტაზე.
  • გამოაცხვე 15–20 წუთი, შუაში ერთხელ გადააბრუნე.
  1. გრილზე მომზადება (საუკეთესო გემო ამ ვარიანტშია)
  • გრილი გააცხელე საშუალო ტემპერატურაზე.
  • გაყინული ქაბაბები დაალაგე და შეწვი 6–8 წუთი თითო მხარეს.
  • თუ ჩხირზეა, გადაატრიალე რამდენჯერმე, რომ თანაბრად შეიწვას.
  1. Air Fryer-ში მომზადება
  • გააცხელეთ Air Fryer 180–200°C-ზე.
  • გაყინული ქაბაბები მოათავსეთ კალათაში ერთ ფენად, ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.
  • მოამზადეთ 10–15 წუთი, შუაში ერთხელ გადააბრუნეთ, რომ ორივე მხარე თანაბრად შეიწვას.
  • როდესაც ქერქი ოქროსფერი გახდება და შიგნით ხორცი კარგად მოიხარშება (შიდა ტემპერატურა მინ. 75°C), გადაიღეთ.

რჩევ: გალღობის შემთხვევაში მომზადების დრო დაახლოებით 30%-ით მცირდება.