თევზის სუპი 15 წუთში

სუპი, რომელიც სწრაფად მზადდება და ძალიან მსუბუქია.

დრო: 15-20 წუთი | პორციები: 3-4

ინგრედიენტები

  • თევზის ფილე – 400 გ
  • ხახვი – 1 ცალი
  • სტაფილო – 1 ცალი
  • კარტოფილი (სურვილით) – 1 ცალი
  • წყალი ან ბულიონი – 1.2 ლ
  • ლიმონი – 1 ჩ/კ
  • მარილი/პილპილი
  • მწვანილი

მომზადება

  1. ქვაბში აადუღე წყალი/ბულიონი და ჩაყარე დაჭრილი ხახვი და სტაფილო (და სურვილით კარტოფილი).
  2. ადუღე 10 წუთი, სანამ ბოსტნეული ოდნავ დარბილდება.
  3. დამატე თევზი პატარა ნაჭრებად და ხარშე კიდევ 4-5 წუთი.
  4. დაამატე მარილი-პილპილი და ლიმონი.
  5. დასრულე მწვანილით.

რჩევები / ვარიანტები

  • თუ გინდა უფრო არომატული, დაამატე დაფნის ფოთოლი.
  • მეტად კრემიანი – 2 ს/კ მაწონი ჩაამატე ბოლოს (ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ).

“ახალი” პროდუქტები უკვე სახლში მოტანითიცაა . 🛵 გახსენი Glovo, მოძებნე “Akhali Store” ან პირდაპირ დააჭირე აქ 👇

👉 https://glovoapp.com/en/ge/tbilisi/stores/akhali-store-tbi