• 🐟 ნაზად შემწვარი ორაგული ლიმონ–კარაქის სოუსით

    ინგრედიენტები:

    • ორაგულის ფილე – 2 ნაჭერი

    • მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

    • ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ

    • კარაქი – 40 გ

    • ნიორი – 2 კბილი

    • ლიმონის წვენი – 2 ს.კ

    • ლიმონის ცედრა – ცოტაოდენი (თუ არ გაქვთ, არ ინერვიულოთ მაინც გემრიელი გამოვა)

    • ოხრახუში – დასაყრელად


    მომზადება:

    1. ორაგული მოამზადე
      ფილეს ორივე მხარეს მოაყარე მარილი და შავი პილპილი.

    2. შეწვა
      ტაფა გააცხელე, დაასხი ზეითუნის ზეთი.
      დააწყვე ორაგული კანის მხრიდან ქვემოთ და შეწვი 3–4 წუთი,
      შემდეგ გადააბრუნე და კიდევ 2–3 წუთი.

    3. სოუსი
      იმავე ტაფაში დაამატე კარაქი, დაჭრილი ნიორი და მოშუშე.
      დაუმატე ლიმონის წვენი და ცედრა, მოურიე.

    4. დასრულება
      ორაგული დააბრუნე სოუსში, გადაავლე ზემოდან და მოაყარე ოხრახუში.

“ახალი” პროდუქტები უკვე სახლში მოტანითიცაა . 🛵 გახსენი Glovo, მოძებნე “Akhali Store” ან პირდაპირ დააჭირე აქ 👇

👉 https://glovoapp.com/en/ge/tbilisi/stores/akhali-store-tbi