ბადრიჯნის რულეტი ნადუღით
კლასიკური ქართული აპერიტივი
დრო: 25-30 წუთი | პორციები: 4
ინგრედიენტები
- ბადრიჯანი – 2 ცალი
- ნადუღი/ხაჭო – 250 გ
- ნიორი – 1-2 კბილი
- მარილი/პილპილი
- ზეთი შეწვისთვის
- სურვილით: ნიგოზი 1/2 ჭიქა (დაქუცმაცებული)
- ქინძი/ოხრახუში
მომზადება
- ბადრიჯანი დაჭერი თხელ გრძელ ნაჭრებად, მოაყარე მარილი და გააჩერე 10 წუთი, მერე გამორეცხე და გააშრე.
- შეწვი ან გრილზე დაბრაწე ნაჭრები სანამ დარბილდება.
- შიგთავსი: აურიე ნადუღი/ხაჭო, ნიორი, მარილი-პილპილი (და სურვილით ნიგოზი).
- თითო ნაჭერზე წაუსვი შიგთავსი და დაახვიე რულეტად.
- დაასრულე მწვანილით.
რჩევები / ვარიანტები
- თუ ზეთს ერიდები, ბადრიჯანი გრილზე/ღუმელში დაბრაწე.
- ნიგოზი ძალიან უხდება — უფრო „ქართული“ გემო.

“ახალი” პროდუქტები უკვე სახლში მოტანითიცაა .
გახსენი Glovo, მოძებნე “Akhali Store” ან პირდაპირ დააჭირე აქ ![]()