გაყინულის მომზადება:
- ტაფაზე შეწვა (გალღობის გარეშე)
- ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და დაასხით ცოტა ზეთი ან კარაქი.
- გაყინული ღვეზელი დაალაგეთ ტაფაზე ერთ ფენად.
- დაახურეთ თავსახური, რომ შიგნით მარცვალი თანაბრად გათბეს.
- შეწვით თითო მხარეს 4–6 წუთი, პერიოდულად გადააბრუნეთ, სანამ ქერქი ოქროსფერი არ გახდება.
- ტაფაზე დაუფარავად შეაწვით, თუ გინდა რომ ქერქი უფრო ხრაშუნა გახდეს.
- ღუმელში გამოცხობა
- ღუმელი გააცხელეთ 180°C-ზე.
- ღვეზელი მოათავსეთ პერგამენტზე ან მსუბუქად ზეთმოსმულ საცხობ ფირფიტაზე.
- გამოაცხვეთ 12–15 წუთი, შუაში ერთხელ გადააბრუნეთ, რომ ორივე მხარე თანაბრად დაიბრაწოს.
- AirFryer-ში მომზადება
- გააცხელეთ AirFryer 180°C-ზე.
- ღვეზელი მოათავსეთ კალათაში ერთ ფენად.
- მოამზადეთ 12–15 წუთი, შუა გზაზე ერთხელ გადააბრუნეთ, რომ ორივე მხარე თანაბრად დაიბრაწოს.
- თუ გინდათ ხვეზელი უფრო ხრაშუნა იყოს, ბოლო 2–3 წუთი ტემპერატურა შეგიძლიათ გაზარდოთ 190–200°C-ზე.