გაყინულის მომზადება:
- ტაფაზე შეწვა (გალღობის გარეშე)
- ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და დაასხით მცირეოდენი ზეთი.
- გაყინული კატლეტები მოათავსეთ ტაფაზე.
- დაახურეთ თავსახური, რომ შიგნითაც კარგად მოიხარშოს.
- თითო მხარეს შეწვით დაახლოებით 5–6 წუთი, სანამ გარედან ოქროსფერი ქერქი არ გაუჩნდება და შიგნით ხორცი კარგად არ მოიხარშება.
- რჩევა: დაბალ ცეცხლზე ნელა მომზადება უზრუნველყოფს, რომ შუაში არ დარჩეს ნედლი.
- ღუმელში მომზადება
- ღუმელი გააცხელეთ 190°C-ზე.
- კატლეტები მოათავსეთ პერგამენტზე ან მსუბუქად ზეთმოსმულ საცხობ ფირფიტაზე.
- მოამზადეთ 18–22 წუთი, შუაში ერთხელ გადმოაბრუნეთ, რომ თანაბრად მოიხარშოს.
- კომბინირებული მეთოდი (ტაფა + ღუმელი)
- ჯერ ტაფაზე შეწვით თითო მხარე 2–3 წუთი, რომ ქერქი გაუჩნდეს.
- შემდეგ გადადეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 180°C-ზე და დაამზადეთ დამატებით 8–10 წუთი.
- ამ მეთოდით შიგნიდან ნაზად მზადდება, გარედან კი ხრაშუნაა.
- Air Fryer-ში მომზადება
- გააცხელეთ Air Fryer 180–200°C-ზე.
- გაყინული კატლეტები მოათავსეთ კალათაში ერთ ფენად, ისე რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.
- მოამზადეთ 10–15 წუთი, შუაში ერთხელ გადააბრუნეთ, რომ ორივე მხარე თანაბრად შეიწვას.

“ახალი” პროდუქტები უკვე სახლში მოტანითიცაა .
გახსენი Glovo, მოძებნე “Akhali Store” ან პირდაპირ დააჭირე აქ ![]()