ქათმის ფილე მაწონ-ნიორში

მაწონი ქათამს არბილებს და აძლევს ძალიან ნაზ, „სახლურ“ გემოს.

დრო: 25-30 წუთი | პორციები: 3

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე – 600 გ
  • მაწონი – 200 მლ
  • ნიორი – 2 კბილი
  • მარილი/პილპილი
  • პაპრიკა – 1 ჩ/კ
  • ზეთი – 1 ს/კ
  • ლიმონი (სურვილით)

მომზადება

  1. შეურიე მაწონი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და პაპრიკა.
  2. ქათამი ჩადე მარინადში მინიმუმ 10 წუთით (მეტი დრო უკეთესია).
  3. შეწვი ტაფაზე ან გამოაცხვე ღუმელში 200°C-ზე 18-22 წუთი სანამ მზად იქნება.
  4. მიირთვი სალათთან ან ბოსტნეულთან.

რჩევები / ვარიანტები

  • თუ ღუმელში აცხობ, ბოლოს 2 წუთი გრილი ჩართე რომ ზედაპირი ოდნავ დაიბრაწოს.
  • მაწონთან ერთად კარგად მუშაობს ქინძი და ლიმონი.

“ახალი” პროდუქტები უკვე სახლში მოტანითიცაა . 🛵 გახსენი Glovo, მოძებნე “Akhali Store” ან პირდაპირ დააჭირე აქ 👇

👉 https://glovoapp.com/en/ge/tbilisi/stores/akhali-store-tbi