გაყინულის მომზადება:

1. მოხარშვა (ტრადიციული მეთოდი)

  1. დიდი ქვაბი წყლით სავსე აადუღეთ და დაამატეთ ცოტა მარილი.
  2. გაყინული ხინკლები ნელ-ნელა ჩააწყვეთ ადუღებულ წყალში, რომ ერთმანეთს არ მიეწებოს.
  3. მოხარშეთ 8–12 წუთი, რეგულარულად ურიეთ.
  4. ხინკლები მზად არის, როცა ზედაპირზე ამოვა და შიგნით ხორცი კარგად მომზადებულია.
  5. მიირთვით ცხელი.

2. მოხარშული ხინკლის შეწვა ტაფაზე:

  1. მოხარშული ხინკლები მსუბუქად გააშრეთ.
  2. ტაფაზე ცოტა ზეთი და კარაქი, შეწვით 2–3 წუთი თითო მხარეს, რომ ქერქი ხრაშუნა გახდეს.

3. მოხარშული ხინკლის შეწვა AirFryer-ში:

    1. მოხარშული და მსუბუქად გაშრობილი ხინკლები მოათავსეთ კალათაში.
    2. გააცხელეთ 180°C-ზე 4–6 წუთი, რომ ქერქი ხრაშუნა გახდეს.