-
🐟 ნაზად შემწვარი ორაგული ლიმონ–კარაქის სოუსით
ინგრედიენტები:
-
ორაგულის ფილე – 2 ნაჭერი
-
მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით
-
ზეითუნის ზეთი – 1 ს.კ
-
კარაქი – 40 გ
-
ნიორი – 2 კბილი
-
ლიმონის წვენი – 2 ს.კ
-
ლიმონის ცედრა – ცოტაოდენი (თუ არ გაქვთ, არ ინერვიულოთ მაინც გემრიელი გამოვა)
-
ოხრახუში – დასაყრელად
მომზადება:
-
ორაგული მოამზადე
ფილეს ორივე მხარეს მოაყარე მარილი და შავი პილპილი. -
შეწვა
ტაფა გააცხელე, დაასხი ზეითუნის ზეთი.
დააწყვე ორაგული კანის მხრიდან ქვემოთ და შეწვი 3–4 წუთი,
შემდეგ გადააბრუნე და კიდევ 2–3 წუთი. -
სოუსი
იმავე ტაფაში დაამატე კარაქი, დაჭრილი ნიორი და მოშუშე.
დაუმატე ლიმონის წვენი და ცედრა, მოურიე. -
დასრულება
ორაგული დააბრუნე სოუსში, გადაავლე ზემოდან და მოაყარე ოხრახუში.
-

“ახალი” პროდუქტები უკვე სახლში მოტანითიცაა .
გახსენი Glovo, მოძებნე “Akhali Store” ან პირდაპირ დააჭირე აქ ![]()