ღუმელში შემწვარი ბოსტნეულის ასორტი
ერთი ტაფა, ბევრი ფერი — საუკეთესო გვერდი თითქმის ნებისმიერ კერძთან.
დრო: 30 წუთი | პორციები: 4
ინგრედიენტები
- სტაფილო – 2 ცალი
- ბულგარული – 2 ცალი
- ხახვი – 1 ცალი
- ყაბაყი ან ბადრიჯანი – 1 ცალი
- ზეთი – 2 ს/კ
- მარილი/პილპილი
- სურვილით: ორეგანო/თიმიანი
მომზადება
- ღუმელი გააცხელე 200°C-ზე.
- ბოსტნეული დაჭერი ერთნაირი ზომით და ჩაყარე ტაფაზე.
- დაასხი ზეთი, მოაყარე მარილი-პილპილი და სანელებლები, აურიე.
- გამოაცხვე 20-25 წუთი, შუაში ერთხელ გადაატრიალე.
რჩევები / ვარიანტები
- ბოლოს დაამატე ლიმონის ცოტა წვენი — უფრო ცოცხალია.
- მომზადებულს ზემოდან მოაყარე იმერული ყველის კუბები.

“ახალი” პროდუქტები უკვე სახლში მოტანითიცაა .
გახსენი Glovo, მოძებნე “Akhali Store” ან პირდაპირ დააჭირე აქ ![]()