ვაშლი ღუმელში დარიჩინით

ზამთრის თბილი დესერტი — მარტივი, მაგრამ ძალიან „სურნელოვანი“.

დრო: 25-30 წუთი | პორციები: 3

ინგრედიენტები

  • ვაშლი – 4 ცალი
  • თაფლი ან შაქარი – 2-3 ჩ/კ
  • დარიჩინი – 1 ჩ/კ
  • კარაქი – 1 ჩ/კ (სურვილით)
  • სურვილით: ნიგოზი, ქიშმიში

მომზადება

  1. ღუმელი გააცხელე 190°C-ზე.
  2. ვაშლს ამოჭერი შუაგული ისე, რომ ძირი არ გაუხვრიტო.
  3. შიგნით ჩაყარე თაფლი/შაქარი, დარიჩინი და სურვილით ნიგოზი/ქიშმიში.
  4. ზემოდან პატარა ნაჭერი კარაქი დაადე.
  5. გამოაცხვე 20-25 წუთი სანამ დარბილდება.

რჩევები / ვარიანტები

  • მიირთვი მაწონთან ან ნაყინთან ერთად.
  • თუ გინდა უფრო „კარამელი“, ბოლოს 2 წუთით გრილი ჩართე.

“ახალი” პროდუქტები უკვე სახლში მოტანითიცაა . 🛵 გახსენი Glovo, მოძებნე “Akhali Store” ან პირდაპირ დააჭირე აქ 👇

👉 https://glovoapp.com/en/ge/tbilisi/stores/akhali-store-tbi